19 აპრილი 2024,   09:44
ვრცლად
დასაქმების პროგრამა პატიმრებისთვის - როგორ აპირებს სახელმწიფო მსჯავრდებულების სოფლის მეურნეობაში ჩაბმას

მსჯავრდებულების დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბუბა ლომუაშვილის თქმით, მსჯავრდებულებს  შესაძლებლობა ექნებათ, სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა და ამ კუთხით აიმაღლონ ცნობიერება.

"იუსტიციის სამინისტრო მიესალმება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კერძოდ საუბარი არის პატიმრების და ყოფილი პატიმრების მხარდაჭერა და მათი ჩაბმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. პატიმრებს და ყოფილ პატიმრებს ვისაც გააჩნიათ საკუთარი მიწის ნაკვეთები სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეცდება, რომ მოამარაგოს სხვადასხვა კულტურებით და მათ შეიძინონ სპეციფიკური ცოდნა, რათა თავადვე მოახერხონ აღნიშნული ნაკვეთების დამუშავება. ეს იქნება უდიდესი მხარდაჭერა მათი რესოციალიზაცისთვის და საზოგადოებაში უმტკივნეულოდ დასაბრუნებლად,"- განაცხადა ბუბა ლომუაშვლმა.

ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იგეგმება ტრენინგ კურსები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებაც.

"ხელი მოეწერა იუსტიცის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულთათვის ისეთი პირობების შექმნას, რომელიც საქართველოს რეალურად აქვს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეძლებს შეიტანოს ცოდნა, განათლება, პროექტები უშუალოდ ციხეებში და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება სასჯელის მოხდის შემდგომ აქტიურად ჩაერთოს სოფლის მეურნეობაში,"- განაცხადა გიორგი ხანიაშვილმა.

დღის ამბები