პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში პროექტი დასრულების ფაზაშია.
პროგრამით დაფინანსებული, ურბანული განახლების პროექტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა შენობების ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.
დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში, იცვლება შენობების კარ-ფანჯრები, მიმდინარეობს საინჟინრო და საკომუნიკაციო სისტემების გამართვა, სკვერებისა და პარკების რეკონსტრუქცია და სხვა.