23 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
ქართული საწარმოო ნიშნით მოხვედრილი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე იზრდება - საქსტატმა მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

ქართული საწარმოო ნიშნით მოხვედრილი პროდუქტები საერთაშორისო ბაზარზე იზრდება. საქსტატი მორიგ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის მიხედვით, საგარეო ვაჭრობა მიმდინარე წელს 25,2%ით გაიზარდა. ექსპორტი კი 26.%ით არის მომატებული. უცხო ქვეყნის სავაჭრო ქსელების დახლებზე თავიანთი პროდუქტის მოსახვედრად ქართულ კომპანიებს აწარმოე საქართველოში 2021 წელსაც დაეხმარა. წლის ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სავაჭრო ბრუნვის დასკვნით ციფრებს აკვირდებიან საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს. მმართველი პარტიისთვის კი გაზრდილი მაჩვენებელი პანდემიის პირობებში ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე მიუთითებს.

პროდუქციის ნაწილი, რომელიც „ეფეს საქართველოში“ ყოველდღიურად იწარმოება, ქვეყნის შიდა ბაზარს მთლიანად ფარავს. საკმაოდ დიდი ნაწილი საექსპორტოდ არის განკუთვნილი და მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე სავაჭრო ქსელებში ქართული საწარმოო ნიშნით ხვდება. „ეფეს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია, რომელიც წლებია ოპერირებს და ეტაპობრივად ფართოვდება. პანდემიის მიუხედავად, წლევანდელ შედეგებს კომპანიის ხელმძღვანელები პოზიტიურად აფასებენ.

გასულ წელთან შედარებით ბრუნვის ზრდა მხოლოდ ერთ რომელიმე კომპანიას ან რომელიმე ერთ ბიზნეს სექტორს არ ეხება. ოფიციალური მონაცემებით, რომლითაც საქსტატი მიმდინარე წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით პერიოდს აჯამებს, საგარეო ვაჭრობა 25.2%-ით არის გაზრდილი. ექსპორტის, ანუ საზღვრებს გარეთ გატანილი პროდუქციის ზრდის მაჩვენებელი 26.7%-ია. რაც შეეხება იმპორტს, ანუ ქვეყანაში შემოტანილ უცხოურ პროდუქციას, ზრდა აქაც თვალსაჩინოა - 24.5% ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას, ექსპორტის ზრდის მიუხედავად, საგარეო ვაჭრობის ბრუნვაში 40.4%-იანი უარყოფითი ბალანსი აქვს.

იმის გარდა რომ ქართული კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე თავად ცდილობენ გზის გაკვლევას, მათი პოპულარიზაციის და ახალი პარტნიორების მოძიების პროცესში არაერთი პროგრამით არის ჩართული სააგენტო "აწარმოე საქართველოში".

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს პოზიტიურად აფასებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა აქცენტს ქართული წარმოების პროდუქციის ექსპორტის ზრდაზე აკეთებს.წლის ბოლოს ეკონომიკური მაჩვენებლების, მათ შორის, სავაჭრო ბრუნვის შემაჯამებელ ციფრებს აკვირდებიან საკანონმდებლო ორგანოშიც. აქ, როგორც ყოველთვის, შეფასებებში განსხვავებაა. თუ მმართველი გუნდი ეკონომიკის სწრაფ აღდგენაზე საუბრობს, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ დღევანდელი ციფრები ეფექტურად იმიტომ გამოიყურება, რომ გასულ წელს სრული უძრაობა იყო.

საგარეო ვაჭრობის შესახებ მორიგ ანგარიშს საქსტატი ერთ კვირაში, 20 დეკემბერს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში მონაცემები არ იქნება ზოგადი და დეტალურად იქნება აღწერილი თუ რომელმა სექტორმა რა შედეგი აჩვენა ექსპორტის და იმპორტის მიმართულებით.

დღის ამბები