20 აპრილი 2024,   15:30
ვრცლად
"ველოდებით წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას" - ფინანსთა მინისტრი 

პარლამენტში თითქმის ერთი საათია ფინანსთა მინისტრი 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს. მომავალ წლის ბიუჯეტი 19 მილიარდ 171 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

ლაშა ხუციშვილმა იმ მიმართულებებისთვის თანხების გამოყოფაზე ისაუბრა, რომელიც საფინანსო დოკუმენტია გაწერილი. როგორც ის ამბობს, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი გაზრდილია დაახლოებთ 332 მილიონი ლარით არის გაზრდილი და შესაბამისად მომატებულია კონკრეტული სამინისტროების დაფინანსება. 

"2021 წლის მეორე კვარტლიდან ეკონომიკის აღდგენის შთამბეჭდავი ტემპი გვაქვს, რითაც საქართველო ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად. ველოდებით წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. წელს ჩვენი ეკონომიკა სრულად აღადგენს გასული წლის დანაკარგს და 2.6%-ით მაღლა იქნება 2019 წლის დონესთან შედარებით.

2022 წლის ბოლოსთვის ჩვენი ეკონომიკის მოცულობა 65 მილიარდ ლარს მიუახლოვდება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 5600 დოლარზე მეტი იქნება. მომდევნო წელს, ჩვენი ხარჯების მაქსიმალური რესურსი არის 20,6 მილიარდი ლარი, რომლის თითქმის 31%-ზე მეტი სახელმწიფოს სოციალური ვალდებულება და ჯანდაცვის პროგრამების ხარჯს მოხმარდება და ასევე, 31%-ზე მეტი მიიმართება ინფრასტრუქტურული პროექტების და ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით," - ამბობს ლაშა ხუციშვილი.

დღის ამბები