24 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოსთვის მომდევნო 5 წლის ახალი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოსთვის მომდევნო 5 წლის ახალი სტრატეგიული გეგმა დაამტკიცა. ბანკის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, 2022-27 წლებისთვის სამი ძირითადი პრიორიტეტია განსაზღვრული.

სტრატეგიის ნაწილია ქართული კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ინკლუზიისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა, ასევე, მწვანე ეკონომიკის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა. იბიარდის ცნობით, ახალი სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოში პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას. ბანკს საქართველოში უკვე 4 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს ჩადებული.

დღის ამბები