24 აპრილი 2024,   22:59
ვრცლად
ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 137 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საფრანგეთმა კი აშშ წითელ სიაში შეიყვანა

დიდ ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 137 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო სკოლებში პირბადეების ტარება აუცილებელი გახდა. საფრანგეთმა კი შეერთებული შტატები წითელ სიაში შეიყვანა, რაც შტატებიდან არავაქცინირებული პირებისთვის 10 დღიან კარანტინს გულისხმობს. ამასთან ერთად, შტატებში ათასობით ფრენა გაუქმდა.

ინფექციის შემთხვევები იზრდება იტალიაშიც. ისრაელი კი 60 წელს გადაცილებულ პირებსა და სამედიცინო პერსონალს ვაქცინის მე-4 დოზას სთავაზობს. წინა კვირასთან შედარებით ქვეყანაში ინფიცირება 195%-ით არის გაზრდილი.

"ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანდაცვის ექსპერტებმა 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსა და სამედიცინო პერსონალზე ვაქცინის მე-4 დოზა დაუშვეს. აცრა მათთვის იქნება ხელმისაწვდომი, ვინც ბოლო დოზა სულ მცირე 4 თვის წინ გაიკეთა. გადაწყვეტილება სხვადასხვა ექსპერტების კონსულტაციებით მიღებულ პროფესიონალურ მოსაზრებებს ეფუძნება. ეს მნიშვნელოვანი მომენტია, ფაქტიურად დაცვის ახალი საშუალება გვაქვს," - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი.

დღის ამბები