24 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
რუსეთში 9 ბავშვი საცურაო აუზში ქლორით მოიწამლა

რუსეთის ქალაქ ომსკში 9 ბავშვი საცურაო აუზში, ქლორის ორთქლით მოიწამლა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახმა 2 იანვარს სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში "სამოთხის ლაგუნაში" დაისვენა. მეორე დღეს კი 9 არასრულწლოვანი ქლორით მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საქმეზე გამოძიება მომსახურების მიწოდებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქლორს, რომლითაც ბავშვები მოიწამლნენ, აუზის დასამუშავებლად განკუთვნილი საშუალებები შეიცავდა.

 

დღის ამბები