თალიბებმა ალკოჰოლის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში 3 ტონა ალკოჰოლი ქაბულის წყლის არხში ჩაღვარეს. როგორც უცხოური მედია წერს, მათ ალკოჰოლის რამდენიმე გამყიდველი დააკავეს და სასამართლოს გადასცეს.
ვიდეოში, რომელიც თალიბანმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მუსლიმებმა თავი მკაცრად უნდა შეიკავონ ალკოჰოლის წარმოებისა და რეალიზაციისგან.