სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ისრაელში 2 ადამიანი დაიღუპა. ორივე დაღუპული მფრინავია. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტრაგედია ისრაელის ჩრდილოეთ სანაპიროზე სასწავლო წვრთნების დროს მოხდა. შემთხვევის შემდეგ წვრთნები დროებით შეჩერდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.