25 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა.

ენტონი ბლინკენისა და მევლუთ ჩავუშოღლუს განხილვის თემა უკრაინაში რუსული ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობა იყო. მხარეებმა, ასევე, სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესში, თურქეთის მიერ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო მობილიზების საკითხზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოკავშირეებსაც ესაუბრა და ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ.

დღის ამბები