25 აპრილი 2024,   02:27
ვრცლად
ქუვეითის დედაქალაქის ქუჩებში ლომი გაექცათ - მტაცებლის გამოჩენამ ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია

ქუვეითის დედაქალაქში ლომი გაექცათ, ქუჩებში მტაცებლის გამოჩენამ ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს გოგონა, რომელიც ცხოველის დაჭერას ცდილობს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი ლომის პატრონი აღმოჩნდა.

ადგილზე გარემოს დაცვის პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რომელიც მეპატრონეს ლომის დაჭერაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებში ეგზოტიკური ცხოველების მოშინაურება ძალიან პოპულარულია.

დღის ამბები