25 აპრილი 2024,   16:37
ვრცლად
კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც რუსული ჯარი შედის - ყაზახეთში არეულობა გრძელდება

კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, სადაც რუსული ჯარი შედის - ყაზახეთი, რომელმაც წესრიგის დამყარება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას თავად მოთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ ОДКБ, რომელიც საქართველომ 23 წლის წინ დატოვა, ექვს ქვეყანას აერთიანებს, ყველაზე დიდი საჯარისო ფორმირება ყაზახეთში სწორედ რუსეთიდან იგზავნება. ეს პირველი შემთხვევაა. დღემდე ამ სამხედრო პოლიტიკურ კავშირს არცერთი ერთობლივი სამხედრო ოპერაცია არ განუხორციელებია.

ალმატიში ამ წუთებშიც ისმის სროლის ხმა, შეტაკებები გრძელდება, დამწვარია ადმინისტრაციული შენობები, დარბეულია აეროპორტები, იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა.

ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთში დაღუპულია 18 სამართალდამცველი, მათგან ორი თავმოჭრილი იპოვეს. დემონსტრანტებში გარდაცვლილთა რაოდენობა ათეულებს ითვლის, თუმცა ზუსტი ცნობა არ არსებობს.

ფასების ზრდის გამო დაწყებული პროტესტი ქვეყნის დარბევაში გადაიზარდა. ბოლო ორ დღეში ყაზახეთმა, რომელიც შუა აზიაში ყველაზე მდიდარ და განვითარებულ სახელმწიფო ითვლებოდა, უკვე 40 მილიარდი ტენგეთი, ანუ 91 მილიონი დოლარით იზარალა.

ქვეყნის ხელისუფლება დემონსტრანტებს ექსტრემისტებად მოიხსენიებს. ოფიციალური ნურსულთანი აქციის მონაწილეების ქმედებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმად აფასებს.
პრეზიდენტი ტოკაევი აცხადებს, რომ პროტესტი გარე ძალების მიერაა პროვოცირებული და მართული.

​ამ დროისთვის, ყაზახეთში მეზობელი სახელმწიფოებიდან უცხოელების შესვლა შეჩერებულია. დროებით დაიხურა ალმატისაქტაუს და აქტობეს აეროპორტი. ასევე, შეზღუდულია წვდომა სახელმწიფო სერვისებსა და ინტერნეტზე. ქვეყანაში კომენდანტის საათი ღამის 11-დან დილის 7 საათამდე მოქმედებს.

დღის ამბები