23 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ჯოკოვიჩის პირველი კომენტარი ავსტრალიის ვიზის გაუქმების შემდეგ - ის მელბურნში, საემიგრაციო პატიმრობაში რჩება

სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი გულშემატკივრებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.

მამაკაცთა შორის მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, ღია პირველობაში მონაწილეობის მისაღებად, აუცრელობის და ე.წ. მწვანე პასპორტის არქონის გამო არ შეუშვეს. ის ამჟამად მელბურნში, საემიგრაციო პატიმრობაში იმყოფება. 

საკუთარ განცხადებაში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"მე ვგრძნობ ამას და ეს ძალიან დასაფასებელია," - წერს ჯოკოვიჩი "ინსტაგრამ" გვერდზე.

როგორც ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, 34 წლის სერბმა ვერ წარმოადგინა იმის დამაჯერებელი საბუთები, თუ რატომ ამბობს უარს COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციაზე. ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რამდენიმე დღის წინ საზღვარზე არ გადაუშვეს და სავარაუდოდ ვიზაც გაუუქმეს. 

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.  

დღის ამბები