20 აპრილი 2024,   10:58
ვრცლად
შემზარავი კადრები - სატვირთო მანქანა ჩინეთში ვიწრო გზაზე ვერ დაეტია და 3 დღის განმავლობაში უფსკრულის პირას იდგა

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს სატვირთო მანქანა, რომლის შეჩერებაც მძღოლმა უფსკრულში გადავარდნამდე რამდენიმე წამით ადრე შეძლო. შემთხვევა ჩინეთში მოხდა.

ვიწრო გზაზე, რომელიც კლდეებს მიუყვება, მძღოლი ნავიგაციის სისტემამ გაიყვანა. როდესაც გზა იმდენად დავიწროვდა, რომ გასვლა შეუძლებელი იყო, მძღოლმა სცადა უკუსვლით გამოსულიყო, თუმცა ვერ შეძლო, საბურავი გზიდან გადავიდა და სატვირთო მანქანის ნაწილი უფსკრულის თავზე აღმოჩნდა. 

მძღოლმა და მგზავრმა მანქანიდან გადმოხტომა შეძლეს.

მანქანა კლდეზე სამი დღის განმავლობაში იყო "გადაკიდებული", თუმცა საბოლოოდ, მაშველებმა მისი გზაზე დაყენება შეძლეს. 

 

დღის ამბები