"ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა, რაც აქამდე გვინახავს" - ასე აფასებენ სადაზღვევო სფეროს წარმომადგენლები პანდემიის პირობებში დამდგარ კატასტროფულ ვითარებას. 18-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანებში ახლანდელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 40%-ით მეტია პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით.
გერმანიაში მთავრობამ ახალი რეგულაციები მიიღო. რესტორნებსა და ბარებში მომხმარებლებმა ბუსტერ დოზის დამამტკიცებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ.
ავსტრიის კანცლერი, რომელიც ახალი რეგულაციების შემოღებას გეგმავს ქვეყანაში, თვითონაც კოვიდ-ინფიცირებულთა რიგებს შეუერთდა.
ჩინეთმა ინფექციის მკვეთრი ზრდის ფონზე ჰენანის პროვინციის ზოგ ქალაქში მოგზაურობასა და აქტივობებზე შეზღუდვები შემოიღო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკის, ნიუ-ჯერსის, მილუოკისა და კლივლენდის სკოლები დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა.
დიდ ბრიტანეთში კი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი კვლავ იზრდება. ჯანდაცვის სექტორი რთულ კვირებს პროგნოზირებს.