25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
"ომიკრონის" გავრცელებამ აშშ-ში სერვისების რღვევა გამოიწვია - კანზასის საავადმყოფოები რესურსების ამოწურვის ზღვარზეა

პანდემიის დაწყებიდან დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობის რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა, შეერთებულ შტატებში კი ომიკრონის გავრცელებამ სერვისების რღვევა გამოიწვია. კანზასის საავადმყოფოები რესურსების ამოწურვის ზღვარზეა, ნიუ-იორკში კი მედპერსონალის სიმწირეა.

ავსტრალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციით შექმნილი საკვების დეფიციტის გამო, ინფიცირებულებთან მჭიდრო კონტაქტის მქონე პირებს, მუშაობის ნებას რთავენ. უსიმპტომო პირებს, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვან სამსახურში არიან დასაქმებულები, თვითიზოლაცია აღარ მოეთხოვებათ. ქვეყანაში ომიკრონის გამო ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის რიცხვი მატულობს.

"თუ ვაქცინის პირველი დოზა არ გაგიკეთებიათ, გთხოვთ, წადით და ჩაიტარეთ აცრა. ციფრები არ იტყუება. თუ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ჰოსპიტალიზაციის რიცხვებს შევხედავთ, ნათელი გახდება, რომ ვაქცინაცია თქვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია," - აცხადებს ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერი დომინიკ პეროტე.

დღის ამბები