20 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
კლდის ჩამონგრევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია 20 - შემთხვევა ბრაზილიის ერთ-ერთ ტბაზე მოხდა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ბრაზილიის ერთ-ერთ ტბაზე კლდის ჩამონგრევის მომენტი დაფიქსირდა. კლდოვანი მასა ვარდნის შედეგად ტურისტების გემებს დაეცა.

შედეგად, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 20 პირი კი დაკარგულია. დაშავებული 32 პირი კი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში, მათგან 9-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ბრაზილიის მედიის ინფორმაციით, ქვების ვარდნის შედეგად 3 გემი დაზიანდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11 საათზე მოხდა.

ფურნაშის ტბა 1958 წელს, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს წარმოიქმნა და ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება. ტბა, სან-პაულოდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 420 კილომეტრში მდებარეობს.

დღის ამბები