25 აპრილი 2024,   13:35
ვრცლად
4 წლის ბავშვი ალმათში, ორმხრივი სროლის შედაგად გარდაიცვალა - დაიჭრა მისი 15 წლის დაც

ალმათიში მიმდინარე არეულობის დროს,  4 წლის გოგონა გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ბავშვთა ომბუდსმენი არუჟან საინი ავრცელებს. ტრაგედია ორი დღის წინ მოხდა, თუმცა ინფორმაცია დღეს გავრცელდა.

7 იანვარს, 4 წლის ბავშვი 15 წლის დასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, რომელიც სროლის ქვეშ მოყვა. უმცროსი და ადგილზევე დაიღუპა, უფროსმა კი ცეცხლსასროლი ჭრილობა მიიღო.

დაშავებულ 15 წლის გოგონას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, ის ახლა რეანიმაციაში იმყოფება.

ყაზახეთში საპროტესტო შეტაკებების დროს გარდაცვლილი ბავშვების რაოდენობა 2-ს შეადგენს.

დღის ამბები