25 ივნისი 2022,   12:12
ვრცლად
შეძლებს თუ არა ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობას - დეპორტაციის აპელაცია ორშაბათს განიხილება

ავსტრალიის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ავსტრალიის ხელისუფლების შუამდგომლობა, რომელიც ნოვაკ ჯოკოვიჩის დეპორტაციის შესახებ აპელაციის განხილვის გადავადებას ითხოვდა.

ქვეყნის ხელისუფლება, ჩოგბურთის ვარსკვლავის სასამართლო სხდომის ოთხშაბათამდე გადადებას მოითხოვდა, თუმცა ავსტრალიური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯოკოვიჩის საქმის განხილვა ორშაბათს დილით ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა აუცრელობის და მწვანე პასპორტის არქონის გამო ის საზღვარზე არ შეუშვეს და ვიზა გააუქმეს.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რომელიც ვაქცინაციის წინააღმდეგ გამოდის, ამ დროისთვის საიმიგრაციო ცენტრშია მოთავსებული. მისი ადვოკატები კი ვიზის გაუქმების გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.

გუშინ ჯოკოვიჩის ადვოკატებმა, 35 გვერდიანი დოკუმენტი წარადგინეს, სადაც ამტკიცებენ, რომ ჩოგბურთელი ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც კოვიდის გადატანის შემდეგ ვაქცინაციისგან ათავისუფლებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩს კოვიდინფექცია 16 დეკემბერს დაუდასტურდა.

 

დღის ამბები