20 აპრილი 2024,   15:14
ვრცლად
"ჯოჯოხეთის კარიბჭეს", სავარაუდოდ, ჩააქრობენ

თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუხამედოვმა განაცხადა, რომ ბუნებრივი აირის კრატერის ჩაქრობა სურს, სადაც უკვე რამდენიმე ათწლეულია, ცეცხლი ანთია. მისი თქმით, კრატერი უარყოფითად მოქმედებს გარემოზე და იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. 

"ვკარგავთ ძვირფას ბუნებრივ რესურსებს, რომლისგანაც შეგვიძლია, მივიღოთ მნიშვნელოვანი სარგებელი და გამოვიყენოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

კრატერს, ოფიციალურად, დარვაზას გაზის კრატერი ჰქვია, თუმცა საზარელი შესახედაობის გამო ადგილს "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ. 

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" 1971 წელს გაჩნდა, საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მიწისქვეშა აირის საბადოს გახვრეტისას შემთხვევით მიწა ჩაიშალა და ორმოდან დიდი რაოდენობით გაზმა დაიწყო ამოსვლა. 

კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კრატერში ცეცხლი გაეჩინა - ვარაუდობდნენ, რომ ცეცხლი რამდენიმე კვირაში ჩაქრებოდა, თუმცა "ჯოჯოხეთის კარიბჭე" ათწლეულების შემდეგაც იწვის. 

კრატერის სანახავად ტურისტები დარვაზაში ხშირად ჩადიან, მიმდებარე ტერიტორია კი კემპინგის მოყვარულებისთვის პოპულარული ადგილია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები