დღეს ყაზახეთში გლოვის დღეა. ქვეყანაში არეულობების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ყაზახეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების დროს 154 ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა მორიგი საკადრო ცვლილებები განახორციელა.
პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე გაათავისუფლა და ახალი წევრები დანიშნა. დღესვე ვიდეოკონფერენციის ფორმატში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერების შეხვედრაა დაგეგმილი. რუსული მედიის ინფორმაციით, მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.