24 აპრილი 2024,   01:56
ვრცლად
ოქროს გლობუსის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია-ცერემონია წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და სატელევიზიო ტრანსლაციის გარეშე ჩატარდა 

ოქროს გლობუსის წლევანდელი გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია-2022 წლის საუკეთესო დრამატული ფილმი Power of The Dog გახდა. სურათმა ასევე რეჟისორ ჯეინ კემპიონს და მსახიობ კოდი სმიტ-მაკფის ოქროს გლობუსი მოუტანა. სამ-სამი ჯილდო მიიღეს ასევე სტივენ სპილბერგის მიუზიკლმა "უესტ საიდური ისტორია" და სერიალმა Succesion. წლის სენსაციად წოდებული "კალმარის თამაში" კი ერთ ოქროს გლობუსს დასჯერდა.

წლევანდელ ცერემონია წითელი ხალიჩის, სტუმრებისა და სატელევიზიო ტრანსლაციის გარეშე ჩატარდა.

კალმარის თამაში გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე სენსაციური სერიალია, სამხრეთ კორეულმა შოუმ სტრიმინგ სერვის Netflix-ის ნახვების რეკორდი მოხსნა.

დღის ამბები