20 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
წყალდიდობა ავსტრალიაში - სტიქიის დროს გარდაიცვალა 1, დაიკარგა 15 ადამიანი

წყალდიდობა ავსტრალიაში, ქუინს-ლენდის შტატში სტიქიის დროს დაკარგულ 15 ადამიანს ეძებენ,  დაღუპულია 1 პირი.

წყალდიდობის შედეგად დაზიანდა ათობით სახლი და ასობით ადგილობრივის ევაკუაცია გახდა საჭირო. ზოგიერთ ადგილას შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა.

სტიქიის ზონაში სამართალდამცველები და მაშველები მუშაობენ.

დღის ამბები