20 აპრილი 2024,   00:03
ვრცლად
ჟენევაში აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ძირითადი შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება - რაზე ისაუბრეს აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ღია კარის პოლიტიკა, რუსეთის ულტიმატუმი და შეერთებული შტატების პასუხი - სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის ფარგლებში, ჟენევაში შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ძირითადი შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება. მანამდე გამართულ რაუნდზე კი, ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს პირდაპირ უთხრა, რომ შტატები პატივს სცემს სუვერენული ქვეყნების თავისუფლებას, თავად აირჩიონ ალიანსები. 

მოსკოვი და ვაშინგტონი დავობენ ფუნდამენტურ საკითხზე, რომელიც მათ საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, ეს ეხება NATO-ს გაფართოება- არ გაფართოებას. შესაბამისად, სიახლეებს ნაკლებად ელოდა საერთაშორისო საზოგადოება ამ შეხვედრიდან, თუმცა უნდა ითქვას, რომ მთავარი პროცესი იწყება დღეს.

გუშინ გაიმართა ვახშამი, არაფორმალური, თუმცა საქმიანი. შეხვედრა გარკვეული განწყობებით და მონახაზით დასრულდა, რომელიც წინასწარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრეს ორმხრივ საკითხებზე, რომლებსაც ორივე მხარე 10 იანვარს სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის რიგგარეშე შეხვედრაზე განიხილავს. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ერთგულებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთაშორისო პრინციპების მიმართ და ასევე, სუვერენული ქვეყნების თავისუფლების მიმართ, თავად აირჩიონ საკუთარი ალიანსები.

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დაადასტურა, რომ აშშ მიესალმება ნამდვილ პროგრესს დიპლომატიური გზებით. აშშ განიხილავს გარკვეულ ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგში, მაგრამ არ განიხილავს ევროპის უსაფრთხოებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე"- ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

დღის ამბები