25 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და სამომავლო პროგნოზები - როდის დაიწყება ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის კლება

ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, მედიკამენტების ბაზრის კონტროლი, ბიზნესის ხელშეწყობა - ეს ის საკითხებია, რაზეც პრემიერი დღეს მთავრობის სხდომაზე საუბრობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელსაც, გასულის მსგავსად, მოქალაქეების ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება გაგრძელდება.

მთავრობის სხდომაზე საუბარი ეკონომიკურ პარამეტრებსაც შეეხო. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ქვეყანამ გასულ წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. ითქვა ისიც, რომ სწრაფმა ეკონომიკურმა აღდგენამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ძირითადი ფისკალური პარამეტრები.

ეკონომიკურმა გუნდმა, სხდომის დასრულების შემდეგ ინფლაციაზე ისაუბრა. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების დაწყების საორიენტაციო თარიღად წლის პირველ კვარტალს ასახელებენ და ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, მაღალი ინფლაცია მსოფლიოს პრობლემაა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

დღის ამბები