19 აპრილი 2024,   22:11
ვრცლად
ოფიციალური მოსკოვი ისევ ითხოვს გარანტიას, უკრაინა და საქართველო NATO-ში არ გაწევრიანდნენ - ვაშინგტონის პოზიცია კი ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით უცვლელია

ოფიციალური მოსკოვი ისევ ითხოვს გარანტიას, უკრაინა და საქართველო NATO-ში არ გაწევრიანდნენ. ჟენევაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის თითქმის 8-საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დახურულ კარს მიღმა საუბარს რთული, თუმცა პროფესიონალური უწოდა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე კი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთს უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება. ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია NATO-ს ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები