19 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ალხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა

ყაზახეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. ალხან სმაილოვის კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა დაასახელა, ფრაქციებმა კი მას მხარი დაუჭირეს. სმაილოვმა უკვე გადამდგარი ასკარ მამინი ჩაანაცვლა.

დაკავებულთა რიცხვი კი ყაზახეთში უკვე 10 ათასამდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში ბოლო დღეების განმავლობაში 9 900 ადამიანი გადაიყვანეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ყაზახეთის მასშტაბით აღდგენილია ინტერნეტზე წვდომა.

ოფიციალური ინფორმაციით ყაზახეთში არეულობების შედეგად დაღუპულია 164 ადამიანი. ყაზახეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კოლექტიური უსაფრთხოების ძალები ქვეყანას 2 დღეში დატოვებენ

დღის ამბები