19 აპრილი 2024,   03:06
ვრცლად
უკრაინა მზადაა "ნორმანდიული ოთხეულის" მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა "ნორმანდიული ოთხეულის" მომავალ სამიტზე არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა ქვეყნის აღმოსავლეთით არსებული კონფლიქტი დასრულდეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გერმანიის კანცლერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლებთან შეხვედრისას გააკეთა.

უკრაინა, საფრანგეთი და გერმანია პროდუქტიული მუშაობის აღსადგენად აქტიურად მუშაობენ. 

დღის ამბები