რომში დაკრძალვაზე მიცვალებულის კუბოს ნაცისტური დროშა გადააფარეს - ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. გარდაცვლილი ალესია აუგელო მემარჯვენე-ექსტრემისტული ჯგუფის, "ფორცა ნუოვას" წევრი იყო.
მომხდართან დაკავშირებით იტალიის კათოლიკური და ებრაული ეკლესიების წარმომადგენლებმა აღშფოთება გამოხატეს. რომის არქიეპისკოპოსმა განაცხადა, რომ დედაქალაქის ცენტრში მდებარე წმინდა ლუსის ეკლესიის მღვდლებს წარმოადგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა ეკლესიის გარეთ. ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საზარელ სიმბოლოს [სვასტიკა] ქრისტიანობასთან არანაირი კავშირი აქვს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ებრაული თემის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ გასვენებასთან დაკავშირებული ინციდენტი კიდევ უფრო მეტად აღმაშფოთებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კუბო ნაცისტური დროშთ ეკლესიის წინ მოათავსეს.