20 აპრილი 2024,   17:27
ვრცლად
ყაზახეთის 8 რეგიონში, არეულობების შედეგად, 53 ადმინისტრაციული და 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის შენობა დაზიანდა

ვითარება ყაზახეთში - ქალაქ ალმატიში დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილობრივ მოძრაობა აღდგა. მუშაობა დაიწყო ავტობუსებმა და ტროლეიბუსებმა, თუმცა კვლავ დახურულია მეტროსადგურები. ტრანსპორტი დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს.

ყაზახეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ არეულობების შედეგად ქვეყნის 8 რეგიონში 53 ადმინისტრაციული და 150-ზე მეტი მცირე და საშუალო ზომის შენობა დაზიანდა, რომლებსაც 20 თებერვლამდე აღადგენენ.

ყაზახეთის ახალ პრემიერ-მინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუს კოლეგასთან. ალიხან სმაილოვმა მიხაილ მიშუსტინს უთხრა, რომ ყაზახეთი რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება.

დღის ამბები