20 აპრილი 2024,   17:25
ვრცლად
მძიმე კადრები - სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ახალშობილი სანაგვეში გადაადგო

სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც დედამ ნიუ-მექსიკოში ჩვილი სანაგვეში გადააგდო. ვიდეოში, ასევე, ჩანს, რომ ბავშვი რამდენიმე საათის შემდეგ იპოვეს. 

CNN-ის ინფორმაციით, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია. ორმა მამაკაცმა და ერთმა ქალმა, რომლებმაც ბავშვი სანაგვეში აღმოაჩინეს, პოლიციაში დარეკეს. მათი თქმით, ნაგვის ჩხრეკისას ბავშვის ტირილის ხმა შემოესმათ, ამოიღეს შავი ნაგვის პარკი, რომელშიც ნამდვილად ახალშობილი აღმოჩნდა. ბავშვი კლინიკაშია მოთავსებული. 

მომხდარზე 18 წლის დედა დააკავეს, რომელსაც ბრალი მკვლელობის და ბავშვზე ძალადობის მუხლებით წარუდგინეს. ქალმა განაცხადა, რომ მხოლოდ ხუთშაბათს შეიტყო საკუთარი ორსულობის შესახებ, როდესაც მუცლის ტკივილის ჩივილით ექიმთან მივიდა. მისი თქმით, პარასკევს ტკივილი გაუძლიერდა და ნაადრევად იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილი ნაგვის პარკში გაახვია და სანაგვეში გადააგდო. 

ქალის მშობლები ამბობენ, რომ შვილის ორსულობის შესახებ არაფერი იცოდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები