25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
ელექტრო სიგარეტის მოწევის შედეგად რუსეთში 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 2 მოზარდი ჰოსპიტალიზებულია

ელექტრო სიგარეტების მოწევის შემდეგ რუსეთში მოზარდი გარდაიცვალა. ქალაქ ბიისკში 12 წლის ბიჭი 17 წლის დასთან ერთად სრულწლოვან მეგობარს ესტუმრა, სადაც ღამისთევით უნდა დარჩენილიყვნენ. მათ მასპინძლის სახლში ელექტრო სიგარეტი იპოვეს და მოწიეს. უბედურ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, გოგონამ გამოაქვეყნა ვიდეო :

"მთელი დღე მოვწევ, სანამ ცუდად არ გავხდები," - ამბობს 17 წლის გოგო ვიდეოში.

გამთენიისას მოზარდები ბებიამ უგონო მდგომარეობაში იპოვა.

12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. გოგოები კი ჰოსპიტალიზირებულები არიან, ერთ-ერთი მათგანი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

დღის ამბები