20 აპრილი 2024,   09:00
ვრცლად
ბრიტანელმა ქირურგმა პაციენტის ღვიძლზე საკუთარი ინიციალები ამოწვა

ქირურგმა საიმონ ბრამჰოლმა აღიარა, რომ 2013 წელს ბირმინგემის დედოფალ ელიზაბეტ ჰოსპიტალში მუშაობისას სპეციალური არგონის სხივის აპარატი გამოიყენა, რათა პაციენტის ღვიძლზე თავისი ინიციალები ამოეწვა. ამის შესახებ BBC იუწყება.

საქმის განხილვისას, სამედიცინო პრაქტიკოსთა ტრიბუნალურმა სამსახურმა ქირურგის ქმედება "პროფესიულ ამპარტავნებად" შეაფასა, რომელიც ექიმების მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ბრამჰოლმა სასამართლოს წინაშე პაციენტის ღვიძლზე ინიციალების ამოწვის ორი ფაქტი აღიარა და 10000 ფუნტით დაჯარიმდა. 2021 წლის დეკემბერში სასამართლომ ქირურგისთვის პროფესიული საქმიანობის 5 თვით შეჩერება გადაწყვიტა, თუმცა რადგან ის პროფესიონალურ სტანდარტებს აღარ არღვევდა, საქმიანობის შეწყვეტის ბრძანება გაუქმდა.

დიდი ბრიტანეთის გენერალურმა სამედიცინო საბჭომ (GMC) სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტა. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტებს ხანგრძლივი ფიზიკური ზიანი არ მიუღიათ, სამედიცინო საბჭოს თქმით, ბრამჰოლის ქმედებებმა ერთ-ერთ მათგანს სერიოზული ემოციური ზიანი მიაყენა. 

საბჭოს წევრებმა ქირურგი საიმონ ბრამჰოლი სამედიცინო საზოგადოებიდან გარიცხეს. მათი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მისი საქციელის პროპორციული სანქციაა.

დღის ამბები