19 აპრილი 2024,   18:19
ვრცლად
რა ვითარებაა ყაზახეთში მასობრივი არეულობის და საპროტესტო აქციების შემდეგ - ОДКБ-ს სამხედრო ძალებმა ქვეყნის დატოვება ხვალიდან უნდა დაიწყონ

ყაზახეთში მასობრივი არეულობის და საპროტესტო აქციების დაწყებიდან მეთერთმეტე დღეს, ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს ქვეყანა ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს დაუბრუნდეს. პრეზიდენტმა თოყაევმა ალმათში ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა და ქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურის უახლოეს დღეებში აღდგენის განკარგულება გასცა.

ოფიციალური ცნობების მიხედვით, ბოლო ოთხი დღის განმავლობში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეწყდა საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი შეტაკებები. უკვე აღდგა სატრანსპორტო მოძრაობა. გაიხსნა საფინანსო სექტორიც. 12 იანვრიდან ხორციელდება საერთაშორისო შესყიდვები და გზავნილები. ხვალიდან იგეგმება ალმათის აეროპორტის გახსნაც, თუმცა ქვეყანაში ამ დრომდე შენარჩუნებულია საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მოქალაქეებს საგანგებო წესების დაცვისკენ მოუწოდებენ.

კომენდანტის საათი ქვეყანაში მას შემდეგ ამოქმედდა, როდესაც ორ იანვარს დაწყებული საპროტესტო აქციები მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებმა სამთავრობო ნაგებობები დაიკავეს. პრეზიდენტმა თოყაევმა ვითარების განსამუხტად ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების სამხედრო ძალები შეიყვანა და მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

ყაზახეთის სამართალდამცავი ორგანოები, ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, დემონსტრანტებისა და მოროდიორების დაკავებას განაგრძობენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ ალმათში, 1700-მდე ადამიანის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი. სულ კი სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაკავებულთა რიცხვი 10 ათასს აჭარბებს. ამ დრომდე უცნობია შეტაკებების დროს გარდაცვლილთა რაოდენობა. სწორედ ამ ინფორმაციისა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას "ამნესთი ინთერნეიშენალი".

პრეზიდენტ ყასიმ თოყაევის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო ძალებმა ყაზახეთის დატოვება ხვალიდან უნდა დაიწყოს. ეს პროცესი ქვეყნის ხელისუფლების ცნობით 10 დღეში დასრულდება.

დღის ამბები