25 აპრილი 2024,   12:42
ვრცლად
"ჩვენ არ გვაქვს სექსი საკუთარ მამასთან, საკუთარ ვაჟთან თუ ქალიშვილთან" - საფრანგეთი ინცესტის სრულად აკრძალვას გეგმავს

ერთი წლის შემდეგ იმ შოკური ტალღიდან, რაც კამილ კუშნერის წიგნმა La Familia Grande-მ გამოიწვია, რომელშიც მან საკუთარი მამინაცვალი ალენ დუჰამელი ინცესტში დაადანაშაულა, საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ბავშვთა საკითხებში ადრიან ტაკემ განაცხადა, რომ ის ინცესტის მკაფიო, სრულ აკრძალვას ემხრობა.

კამილ კუშნერის წიგნით გამოწვეული არეულობის შემდეგ მიღებული 2021 წლის 21 აპრილის კანონის თანახმად, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როდესაც ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობისას ერთ-ერთი მაინც არასრულწლოვანია. საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი სწორედ ამ ბარიერის გადახედვის ინიციატივით გამოდის.

"ჩემი მოსაზრებით, ეს ზღვარი უნდა გადაიხედოს. როგორიც არ უნდა იყოს ასაკი, ჩვენ არ გვაქვს სექსი საკუთარ მამასთან, საკუთარ ვაჟთან თუ ქალიშვილთან," - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა AFP-სთან ინტერვიუში.

"კანონმა უნდა დაადგინოს მკაფიო აკრძალვები საზოგადოებაში: ინცესტი აკრძალულია და ეს არ არის ასაკთან დაკავშირებული საკითხი, ეს არაა ზრდასრულთა თანხმობის საკითხი," - ირწმუნება ადრიან ტაკე.

"ჩვენ ვებრძვით ინცესტს, გზავნილები ნათელი უნდა იყოს. ეს აჩენს ტექნიკურად რთულ სამართლებრივ კითხვებს, მათ შორის, მაგალითად, ზრდასრულ გოგონასა და მამინაცვალს შორის ურთიერთობას. ეს საკითხი გულდასმით უნდა შეისწავლოს Ciivise-მა(ბავშვებზე ინცესტისა და სექსუალური ძალადობის შემსწავლელი დამოუკიდებელი კომისია),"- აცხადებს ის.

ადრიან ტაკემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ამ სასწავლო წლის დასაწყისიდან ყველა აკადემიას და სკოლის დირექტორს დაევალა განსაკუთრებულად ყურადღებით მოეკიდონ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევებს".

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ასოციაციები ითხოვენ სექსუალური ძალადობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზებას ყველა სკოლაში, ადრიან ტაკე სინანულით ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს ისეთი ნაციონალური ასოციაცია, რომელსაც შეუძლია ამ თემაზე სასაუბროდ საფრანგეთში ყველა კლასში შევიდეს.

"ასოციაციები სირთულეებს აწყდებიან სკოლებში შესვლისას: სკოლის ზოგიერთ ხელმძღვანელს შეუძლია ბავშვების წინაშე ამ თემების განხილვას წინააღმდეგობა გაუწიოს, ეს ის საგნებია, რომლებიც აშინებს არამარტო საგანმანათლებლო საზოგადოებას, მშობლებსაც. ასოციაციებს სურთ დარწმუნებულები იყვნენ, რომ პროფესიონალებმა იცოდნენ როგორი რეაგირება ჰქონდეთ მაშინ, თუ ბავშვი აცხადებს, რომ მსხვერპლია," - განმარტავს ადრიან ტაკე.

მთავრობა ასევე ახორციელებს ამ სამუშაოს საფრანგეთის მერების ასოციაციასთან (AMF). "მერები პროცესში ერთვებიან არასაკლასო პერიოდში,  ჩვენ უნდა გავააქტიუროთ ყველა ბერკეტი ბოროტების სიღრმის გათვალისწინებით,"- ამტკიცებს სახელმწიფო მდივანი.

სტატია თარგმნილია Le Parisien-დან

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონის თანახმად ინცესტი - (incest) არის სექსუალური კავშირი იმ პირებს შორის, რომელთაც (კანონით ან კულტურული ტრადიციით) ეკრძალებათ ქორწინება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნების უმეტესობაში ინცესტი დასჯადია, საქართველოში და მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში, ზრდასრულთა შორის მსგავს ურთიერთობას კანონი არ არეგულირებს.  

 

დღის ამბები