20 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში პუტინსა და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესდეთ - კანონპროექტი აშშ-ის სენატში

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ვლადიმერ პუტინსა და მის გარემოცვას სანქციები უნდა დაუწესდეთ - ამ შინაარსის კანონპროექტი დემოკრატმა კანონმდებლებმა შეერთებული შტატების სენატში წარადგინეს.

დოკუმენტში წერია, რომ ვაშინგტონი მზადაა მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესოს. შეზღუდვები შეეხებათ რუსეთის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და მთავრობის სხვა წევრებს.

კანონპროექტში გათვალისწინებულია უკრაინის 500 მილიონი დოლარით დახმარებაც. ამასთანავე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის შეერთებული შტატების საელჩო თავის მოქალაქეებს უკრაინაში მოგზაურობას არ ურჩევს.

დღის ამბები