25 ივნისი 2022,   20:38
ვრცლად
ბაღდადის მწვანე ზონაში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - დაშავებულთა შორის 2 ბავშვია

სარაკეტო თავდასხმა ბაღდადის მწვანე ზონაში. ერაყის უშიშროების ძალების ცნობით, ორი რაკეტა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, ერთი კი სკოლასთან ახლოს ისროლეს.

დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, საელჩოს ტერიტორიაზე არავინ დაშავებულა. თავდასხმა ამერიკულმა მხარემ დაგმო. მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს არ აუღია.

დღის ამბები