21 მაისი 2022,   16:07
ვრცლად
საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება - ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია და პანდემიამდე მონაცემს გადაუსწრო

საქართველოს საგარეო ვაჭრობა უმჯობესდება. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, წლევანდელი ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია და მან აქამდე არსებულ მაქსიმუმს გადაუსწრო.

მონაცემების თანახმად, 2021 წელს დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 11.7%-ით აღემატება 2019 წლის პანდემიამდე მონაცემს, როცა ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა.

საქტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო სავაჭრო ბრუნვის ექსპრესმონაცემების მიხედვით, გასულ 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.319 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25.6%-ით მეტია.

აქედან, ექსპორტი 4.242 მლრდ დოლარი იყო, რაც გასული წლის მონაცემებს 26.9%-ით აღემეტება, ხოლო იმპორტი 10.077 მლრდ დოლარია, რაც 2020 წლის იმპორტს 25.1%-ით აღემატება.

დღის ამბები