23 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
ნათია თურნავა პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი პროექტ Log in Georgia-ს მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. განიხილეს პროექტის ფარგლებში ოპტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხი, ასევე მიღწეული შედეგები და სამომავლო ნაბიჯები.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე, ქსელის მშენებლობა დასრულებულია ოზურგეთში, მშენებლობა სრულდება ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც,

Log in Georgia-ს ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა დაგეგმილია 1000-მდე დასახლებულ პუნქტში მათ შორის, მაღალმთიან სოფლებში.

დღის ამბები