18 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
"ამერიკას რაღაც სჭირს" - აშშ-ში სინაგოგაში კაცმა 4 ადამიანი მძევლად აიყვანა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ კოლივილში, სინაგოგაში კაცმა სავარაუდოდ 4 ადამიანი მძევლად აიყვანა,  ამ დროისთვის პოლიცია მასთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაცით, ერთი მათგანი უკვე თავისუფალია.

ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

შემთხვევა ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. რელიგიური მსახურება ინტერნეტით პირდაპირ რეჟიმში გადაიცემოდა, როდესაც კაცი სინაგოგაში შეიჭრა. პოლიცია ვერ ადასტურებს ფაქტს იმის შესახებ, არის თუ არა მამაკაცი შეიარაღებული. კადრებში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ისმოდა კაცის ხმა - "ამერიკას რაღაც სჭირს".

არსებული ინფორმაციით, კაცი, ააფია სიდიქის,  პაკისტანელი მეცნიერი ქალის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, რომელიც აშშ-ში სასჯელს მძიმე დანაშაულისთვის იხდის. 

მალევე მოხდა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობა ევაკუაცია. 

დღის ამბები