25 აპრილი 2024,   08:19
ვრცლად
20 კილომეტრის სიმაღლის ფერფლის ფენა და 3 მეტრიანი ტალღები - აშშ და იაპონია მოსახლეობას ძლიერი ცუნამის შესახებ აფრთხილებენ

აშშ და იაპონია მოსალოდნელი ძლიერი ცუნამის შესახებ იუწყებიან და მოსახლეობას მოუწოდებენ,  წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაადგილებას მოერიდონ. 

ინფორმაციას  BBC  ავრცელებს. 

ცუნამის გამომწვევ მიზეზად წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვულკან ჰუნგა ტონგას ამოფრქვევა სახელდება. გეოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ვულკანიდან ამოფრქვეული გაზის, კვამლისა და ფერფლის ფენა ცაში 20 კილომეტრის სიმაღლეზე გავრცელდა.

ვარაუდობენ იმასაც, რომ იაპონიაში ტალღების სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი იქნება, რაც ძლიერ წყალდიდობას გამოიწვევს.

სანაპირო რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის უკვე გაიხსნა ევაკუაციის ცენტრები. მოსახლეობას საფრთხის შესახებ აფრთხილებენ ვანუატუზე, ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროსა და ტასმანიაზეც.

ხოლო ახალ ზელანდიაში, რომელიც ტონგადან 2,300 კმ-ზე მეტი მანძილითაა დაშორებული, საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე "ძლიერი დინებები და არაპროგნოზირებადი ტალღებია" მოსალოდნელი.

დღის ამბები