23 მაისი 2022,   19:29
ვრცლად
უკრაინის სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს - უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე

უკრაინის სამთავრობო საიტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები ბელარუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს - ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილემ "როიტერთან" ინტერვიუში თქვა.

სერგეი დემედიუკის განცხადებით, ვებგვერდებზე განხორციელებული შეტევების დროს ისეთი ტექნოლოგია იყო გამოყენებული, როგორიც რუსულ სპეცსამსახურებს აქვთ.

მანამდე უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ კიბერთავდასხმაში, სავარაუდოდ, რუსეთი იყო გარეული. უკრაინას სოლიდარობას უცხადებს საქართველო და მკაცრად გმობს მომხდარს.

დღის ამბები