16 აპრილი 2024,   20:32
ვრცლად
კუნძულ ტონგაზე ოკეანეში ვულკანი ამოიფრქვა, რამაც ცუნამი გამოიწვია - სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი კუნძულზე გაწყდა

კუნძულ ტონგაზე, ოკეანეში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ, სატელეფონო და ინტერნეტ კავშირი გაწყდა.

კუნძულზე 105 ათასი ადამიანი კომუნიკაციების გარეშეა დარჩელი, რის გამოც გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

გუშინ ტონგას მახლობლად წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა, რამაც ცუნამი გამოიწვია. ტონგას სანაპიროებზე კი ევაკუაციის ბრძანება გაიცა.

დღის ამბები