24 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
უმიზეზო თავდასხმა თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული - ნიუ-იორკის მეტროში ქალი ლიანდაგებში ჩააგდეს

ნიუ-იორკის მეტროში მატარებლის დაჯახების შედეგად ქალი გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლს ინციდენტამდე უცნობმა მამაკაცმა ხელი ჰკრა, რის გამოც ქალი ლიანდაგზე ჩავარდა.

თავდაპირველად დამნაშავე მიიმალა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ პოლიციას თვითონ ჩაბარდა.

გამოძიებამ ინციდენტი სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად არ სცნო და ფაქტს "უმიზეზო თავდასხმა" უწოდა.



დღის ამბები