6 ადამიანი დაშავდა სროლის შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა ორეგონში ერთ-ერთ კონცერტზე მოხდა.
ჯერჯერობით უცნობია დაზარალებულებს დამიზნებით ესროლეს თუ ტყვია შემთხვევით მოხვდათ. სროლაში ეჭვმიტანილია 1 პირი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.