ტეხასის შტატში მდებარე სინაგოგაში უცნობი კაცის მიერ აყვანილი მძევლები გათავისუფლებულები არიან.
10 საათიანი ოპერაციის შემდეგ სამართალდამცველებმა სიტუაციის განეიტრალება და ოთხივე მძევლის, მათ შორის სინაგოგის რაბინის განთავისუფლება შეძლეს.
უცნობი მამაკაცი შემთხვევის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა FBI გარდაცვალების მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისთვის, ინციდენტი დილის წირვის დროს მოხდა. უცნობი მამაკაცი პაკისტანელი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც ავღანეთში ამერიკელი სამხედროების მოკვლის მცდელობის გამო გაასამართლეს.