20 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიას დეპორტით დატოვებს - გადაწყვეტილება ავსტრალიის სასამართლო კოლეგიამ მიიღო

მსოფლიოს პირველ ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს საჩივრებისა და სასამართლო პროცესების შემდეგ ავსტრალიის დატოვება მაინც მოუწევს.

ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერია.

ამის შესახებ BBC იუწყება

გამომდინარე იქედან, რომ მოსამართლეებმა, "ჯანმრთელობისა და წესრიგის" დაცვის მოტივით, ვიზის გაუქმება კანონიერად ცნეს, ჯოკოვიჩს ქვეყნის დატოვება მოუწევს. 

თავად ჯოკოვიჩის განცხადებით, "უკიდურესად იმედგაცრუებულია", მაგრამ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"ვითანამშრომლებ შესაბამის ორგანოებთან ქვეყნიდან ჩემი წასვლის საკითხზე", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, 6 იანვარს Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს და მიგრანტების მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

მიზეზი მისი აუცრელობა და მწვანე პასპორტის უქონლობაა.

დღის ამბები