



ალმათის პოლიციის ინფორმაციით, იანვრის არეულობების დროს მორგიდან 40-ზე მეტი ცხედარი წაიღეს. ყაზახური მედიის ცნობით, მორგს დაპირისპირებების დროს უცნობი პირები 7-ჯერ დაესხნენ თავს.
პოლიცია ამბობს, რომ თავდამსხმელები პროფესიონალები იყვნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, ალმათში იარაღის მაღაზიების გაძარცვის შედეგად კი ათას 300-ზე მეტი იარაღია მოპარული. იანვრის დასაწყისში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით ალმათში სისხლის სამართლის 400-ზე მეტი საქმეა აღძრული. გარდაცვლილთა რეალური რიცხვი უცნობია.