24 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
შეიარაღებული პირი, რომელმაც ტეხასის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე აღმოჩნდა

შეიარაღებული პირი, რომელმაც ტეხასის სინაგოგაში მძევლები აიყვანა, ბრიტანეთის მოქალაქე აღმოჩნდა. ინციდენტთან დაკავშირებით ინგლისში ორი ბრიტანელი თინეიჯერი დააკავეს. გამოძიების დეტალები უცნობია.

სამართალდამცველებმა ტეხასში გუშინ, 10 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ სინაგოგიდან 4 მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. სროლის დროს ბრალდებული დაიღუპა. მომხდარი ამერიკის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტერორისტულ აქტად და ანტისემიტიზმად შეაფასეს.

დღის ამბები