19 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა

პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა - კიევში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვარშავიდან ჩაფრინდა. კიევის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს მისი მომხრეები დახვდნენ.

პეტრო პოროშენკოს უკვე გადაეცა შესაბამისი უწყება, რომლის მიხედვითაც კიევის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს მესაზღვრეებმა განმარტება გაუკეთეს, თუმცა პოროშენკომ საზღვარი მაინც გადაკვეთა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მისი დაკავების საფუძველი არ არსებობს და იმიტომ ბრუნდება, რომ უკრაინისთვის იბრძოლოს და არა ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ.

როგორც ცნობილია, პეტრო პოროშენკო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი.


დღის ამბები